იმერეთის პოლიციამ 2003, 2006 და 2006 წელს დაბადებული პირები ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს