ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აანთეს სანთლები და სიმბოლურად მიიტანეს სათამაშოები. "საბერიო გვტკივა, თქვენთან ვართ", - თანადგომის გამოსახატად ასეთი წარწერაა დატოვეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან.