ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მისამართით წნეხი უნდა გაიზარდოს. როგორც ცნობილია საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან ქართული ოცნების ოპონენტების კონსულტაციები გრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გარდა ისინი სხვა კონკრეტულ საკითხებზეც მუშაობენ. მათივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მომდინარე კრიტიკა და ქმედითი ნაბიჯები სწორედ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის აქტიური მუშაობის შედეგია. მმართველი გუნდის ოპონენტი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საპროტესტო აქციების გარდა, რომელსაც მოქალაქეები თავად აორგანიზებენ, საჭიროა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების გაძლიერებაზე უნდა იმუშაონ.