ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა. „არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარი და თანადგომა გამოხატა ირაკლი კობახიძემ. „შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია, მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა. “, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სახალლხო დამცველის აპარატმაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.