ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიცია ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას ოფიციალური წერილით მიმართავს და ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს. ფიქრობენ რომ მათ ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდისთვის გამოიყენებს და საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციად გამოაცხადებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას არ გაითვალისწინებს ამით ისინი საპროტესტო აქციაზე გამოსულ საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფას მიაყენებენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმაც. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. „აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა იქსზე.