გამოიყენებს თუ არა აშშ-ი საქართვოს ხელისუფლების მისამართით დამატებით შემზღუდავ მექანიზმებს და აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ბერკეტი- კითხვებს ქართველი ოპოზიციონერები პასუხებენ. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ რომ მმართველ გუნდს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგების ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. მათი ინფორმაციით ოფიციალურ ვაშინგტონში სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე აქტიურად მსჯელობენ. ოპოზიციაში აცხადებენ რომ პარტნიორები მათ შორის ,,მეგობარი აქტის" საშუალებით, საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან, რის გამოც მათივე მტკიცებით ,,ქართულ ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.