„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ლივერპულის, ბრისტოლის, ბირმინგემის, ნიუკასლისა და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები დროებით დახურეს. მანჩესტერის აეროპორტში 30-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 300-ზე მეტი კი გადაიდო. შეფერხებულია საქალაქთაშორისო მატარებლის მიმოსვლაც. ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტომ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ რვა გაფრთხილება გამოსცა.