ვაშინგტონში ძლიერი თოვლისა და ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებშიც გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, უამინდობის გამო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში 3000-ზე მეტი ფრენა გადაიდო, 1700-ზე მეტი კი გაუქმდა.