„როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრუდო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს განაცხადებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს ცხრა წლის მმართველობის შემდეგ დატოვებს. როგორც წყარო ამბობს, ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდეს. ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წელს გახდა, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.