ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი , ოპოზიციის უკმაყოფილება და „ქართული ოცნების“ მზაობა თანამშრომლობისთვის - 8-10 იანვარს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობის საქართველოში ჩამოსვლამ ქვეყანის შიგნით მოსაზრებები ორად გაყო. ოპოზიცია ორგანიზაციის პრეზიდენტს პია კაუმას ოფიციალური წერილით მიმართავს ვიზიტი გადადოს, რადგან ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება დელეგაციის ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციად გამოაცხადებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც. ოპონენტების პოზიციის პარალელურად, 2025 წლის მაღალი რანგის ვიზიტით დაწყებას მიესალმებიან "ქართულ ოცნებაში".