"ბაზარი ორბელიანი" მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო, რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, უსასყიდლოდ სავაჭრო სივრცეს უთმობს. ადგილზე მისულ სტუმრებს ათეულობით კომპანიის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივეთენის შეძენის შესაძლებლობა აქვთ. პროგრამა იმ მცირე მეწარმეების მხარდაჭერასა და დახმარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც ბოლო პერიოდში წარმოებული პროდუქტის რეალიზება გაუჭირდათ. პროექტი 15 იანვრამდე გაგრძელდება.