1. ტრაგედია ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში- კერძო სახლში გაჩენილი ხანძარის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვი და დაშავებული ბებია. ერთ-ერთი აფხაზური „ტელეგრამ“ არხის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრებს არ გადმოასვენებენ და მათ ოკუპირებულ გალის რაიონში დაკძალავენ. რაც შეეხება ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და ქალი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. დაშავებული რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას გუშინ პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აანთეს სანთლები და სიმბოლურად მიიტანეს სათამაშოები. "საბერიო გვტკივა, თქვენთან ვართ", - თანადგომის გამოსახატად ასეთი წარწერაა დატოვეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან. მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პირველმა პირებმა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა. „არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარი და თანადგომა გამოხატა ირაკლი კობახიძემ. „შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია, მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა. “, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სახალლხო დამცველის აპარატმაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს. მწუხარება გამოხატა საქართველოს პარტიარქმა ილია მეორემაც. „გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა“ - ნათქვამია ათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში. პატრიარქის განცხადებით, გარდაცვლილთათვის ლოცვები აღევლინება. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიის გამო ,6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.