ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ინფორმაცია თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაავრცელა. გადაყვეტილების გამოქვეყნებამდე ორგანიზაციის პრეზიდენტს, ვიზიტის გადახედვისკენ და გადადებისკენ მოუწოდებენენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური აქტორები. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიონერი პოლიტიკოსები, საერთაშორიო პარტნიორების ნაწილი შიშობდნენ, რომ ქართული ოცნება ვიზიტს პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ჩატარებული არჩევნების აღიარების დადასტურებისთვის გამოყენებდა. ვიდრე, ერთი მხარე ვიზიტის გადადების მოწოდებით გამოდიოდა, ქართული ოცნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შესახვედრად ემზადებოდა. რას ამბობენ მხარეები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის გადადების შემდგომ.