საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდო. ეს ინფორმაცია თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაადასტურა. ამ გადწყვეტილების მიღებამდე, ორგანიზაციის პრეზიდენტს, ვიზიტის გადახედვისა და გადადებისკენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური აქტორები მოუწოდებენენ. თავის მხრივ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიონერი პოლიტიკოსები და საერთაშორიო პარტნიორთა ნაწილი ვარაუდობნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებდა. ვიდრე, ერთი მხარე ვიზიტის გადადების მოწოდებით გამოდიოდა, „ქართული ოცნება“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შესახვედრად ემზადებოდა.