დღეს, „ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან გაიმართა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი. მათი თქმით, იმ ბიზნესებს, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებს, საზოგადოებამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. როგორც აქციების მონაწილეები ამბობდნენ, ბიზნესი უნდა იყოს საზოგადოების მსახური, რადგან მათ პროდუქციას სწორედ მოქალაქეები ყიდულობენ.