შობის დღესაწაული და პროტესტის კიდევ ერთი დღე. მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. მოქალაქეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზიზრე მსვლელობით მივიდნენ, რომელიც სხვადასხვა ტაძრიდან დაიწყო და ქაშუეთთან დასრულდა. მოქალაქეების განცხადებით, შობა სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისის სიმბოლოა, რაც მათი აზრით, ქართულ საზოგადოებაში 2025 წელს აუცილებლად მოხდება. საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზიზრე სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მოქალაქეებთან ერთად ღია ცის ქვეშ საზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრო. მან დემონსტრანტებთან ერთად ღამის 12 სთ-ზე საზდღესასწაულო გალობაც შეასრულა.