შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ალილოს მსვლელობაც გაიმართება. მისი მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს შეაგროვებენ, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ. თბილისში „ალილო“ 14 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. გზად ალილოს მონაწილეები თბილისის ქუჩებს გაივლიან და მრევლს შობის დღესასწაულს მიულოცავენ. შეკრების საბოლოო წერტილი კი სამების საკათედრო ტაძარი იქნება, სადაც შეგროვებული ნობათი მოიყრის თავს. ალილოს მსვლელობაში სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟებიც მიიღებენ მონაწილეობას.