დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრიპით ავადობა ბოლო 4 კვირაა მატულობს. მათივე თქმით, ეს ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებაში "მეტა პნევმო ვირუსთან" დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მისი პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების დროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა. გარდა ვაქცინაციისა, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ავად ყოფნის შემთხვევაში სახლში დარჩენა, პირბადის გამოყენება და შიდა სივრცეების ხშირი განიავება.