ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ჯასტინ ტრუდოს განმარტებით, თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ მისი „ლიბერალური პარტია“ ახალ ლიდერს აირჩევს. ამასთან, ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით, 24 მარტამდე შეაჩერა. ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერი იყო. უცხოური მედიის თანახმად, გადადგომის მოთხოვნით ჯასტინ ტრუდოზე ზეწოლა გასულ თვეში, კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაიზარდა. ის ჯასტინ ტრუდოსთან ხარჯების გამო არსებული უთანხმოების გამო გადადგა. კანადაში არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.