ტიბეტში მიწისძვრას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჰიმალაის მთებში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცემა „დოიჩე ველე“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტიბეტის ქალაქ შიგაცეში და მის გარშემო სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ნეპალსა და ინდოეთშიც. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.