ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ე.წ. "კანდიდატების" წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა. არსებული მონაცემებით, თვითგამოცხადებულ ცესკოში სულ 5 კანდიდატის დოკუმენტაციაა შესული. მათ შორის არის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა და აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ადგურ არძინბა. ოკუპირებულ რეგიონში არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 19 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ალსან ბჟანია გადადგა. მან წასვლის მიზეზად სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება დაასახელა. ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 15 თებერვალს გაიმართება.