ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემები ყაზახეთს გადაეცა. საქმეს ბრაზილიის საჰაერო ძალები რუს, ყაზახ და აზერბაიჯანელ სპეციალისტებთან ერთად იძიებს. თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.