საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთი ბოლო პერიოდის განმავლობაში მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა. გარდა ამისა მან ღიად თქვა რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალ არჩევნებშია. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. თავის მხრივ შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს.