ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გადადებულია - გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად, პია კაუმა, დისკუსიებისთვის არახელსაყრელ გარემოს ასახელებს. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის გაუქმებული ვიზიტი ლოგიკურია. მიაჩნიათ, რომ პია კაუმამ ქართველი ხალხის ინტერესებს ანგარიში გაუწია და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაითვილისწინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს.