შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ალილოს მსვლელობა იმართება. მისი მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს შეაგროვებენ, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ. თბილისში „ალილო“ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, შეკრების საბოლოო წერტილი კი სამების საკათედრო ტაძარი იქნება.