ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში პროტესტი 41-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხს.
შესაბამისი ფოტოები ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდა.