საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ღიად საუბრობს. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთი ბოლო პერიოდის განმავლობაში მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. მისივე თქმით, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალ არჩევნებშია. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ემნაუელ მაკრონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს კატეგორიულად არ იზიარებს.