არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიანტად დაასახელა. მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასმას განცხადებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს. კისინჯერის სტიპენდია ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ლიდერების სტრატეგიული უნარების განვითარებაზე. ინსტიტუტი წერს, რომ სტიპენდიის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად მის ქვეყანაში.