კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩარევას, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, სრულად იზიარებს ქართული ოპოზიციური ფლანგი. მათ მიუღებლად მიაჩნიათ ის კრიტიკული გამოხმაურება, რომელიც მაკრონის განცხადებას ქართული ოცნების მხრიდან მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ რომ უმრავლესობა მტრად რაცხავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართველი ხალხის ნების ერთგულია.