ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა მიიჩევს, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა. რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი არ ყოფილა ხელისუფლების აღიარების წარმოჩენა. პია კაუმას ტქმით, ეუთო-ს ფუნქცია არჩევნებზე დაკვირვება და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებაა. კითხვაზე, – „თქვენი გადმოსახედიდან, ეს მთავრობა არის თუ არა ლეგიტიმური?“ – პია კაუმამ უპასუხა, რომ ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია.