რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა, ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასირებული თავდასხმა სარატოვსა და ენგელსზე განხორციელდა. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.