აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კროულის ინფორმაციით, ადგილზე 250 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენები, სახანძრო მანქანები და სხვა საჭირო აღჭურვილობაა ჩართული. ხანძარს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბევრი ნაგებობა განადგურდა.