რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში - საკითხის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უპასუხა. პია კაუმამ დაადასტურა, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი არ ყოფილა ქართული ოპოზიციური ფლანგის მოთხოვნებისა და მათი შეშფოთების გაზიარება. და საქართველოში ვიზიტის გადახედვა განპირობებული იყო ოპოზიციის უარით შეხვედროდნენ პირობების დაკმაყოფილების გარეშე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა,რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში შეხვედროდა მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ეს აღქმულიყო როგორც ხელისუფლების მხარდაჭერა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პია კაუმამ განმარტა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდების მიზნით გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა,. ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, ეუთო-ს ფუნქცია არჩევნებზე დაკვირვება და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებაა. კითხვაზე, – „თქვენი გადმოსახედიდან, ეს მთავრობა არის თუ არა ლეგიტიმური?“ – პია კაუმამ უპასუხა, რომ ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია.