უწყვეტი პროტესტის ფარგლებში გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოლოდინში - ერთ თვეზე მეტია აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებას: - არჩევნებთან ერთად, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. გუშინ უწყვეტი პროტესტის მე - 40 დღე შესრულდა. შობის ღამეს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძართან შეხვდნენ. მანამდე მათ, სანთლებით ხელში, საშობაო მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ხუთი სხვადასხვა ტაძრიდან, საბოლოოდ კი პარლამენტის წინ გაერთიანდნენ. ქაშვეთის ტაძართან შეკრებილებმა, ანთებული სანთლებით ხელში საშობაო ალილო შეასრულეს. შობის ღამეს, აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას“ - ასეთი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი გზავნილი. უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე შეკრებას დღესაც გეგმავენ.