რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე, 1 ვოლგოგრადის ოლქის, 4 აზოვის ზღვის თავზე, 2 კრასნოდარის მხარეში, 4 კურსკის, 3 ბელგოროდის, 4 როსტოვისა და 3 კი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. ცნობისთვის, მანამდე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.