ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს. მადუროს განმარტებით, დაკავებულებს შორის ორი ამერიკელია. მისი თქმით, დაქირავებული ჯარისკაცები პარასკევს, 10 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის წინ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ვენესუელის პრეზიდენტის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე ორი კოლუმბიელია, ხოლო 3 უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობდა.