აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. მედიასთან საუბარში კითხვას, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა. ამასთან, დონალდ ტრამპს დაუსვეს კითხვა, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით. როგორც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკურ ძალას გამოიყენებს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა ბევრს სურს.