დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გრძელდება,-ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. შობის ღამეს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. მანამდე მათ, სანთლებით ხელში, საშობაო მსვლელობა მოაწყეს თბილისის ხუთი სხვადასხვა ტაძრიდან, საბოლოოდ კი პარლამენტის წინ გაერთიანდნენ. უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე შეკრებას დღესაც გეგმავენ.