რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად ცენტრალური გზის დაკავება და მოძრაობის გაჩერება შეძლეს.
„საქართველო, საქართველო" სკანდირებენ საპროტესტოა ქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა პროტესტის 41 დღესაც უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული პირები.