საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები "ქართულ ოცნებას" - ემანუელ მაკრონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის გავლენების შესახებ საუბრობს და პოლიტიკური კრიზისიდან შესაძლო გამოსავალად ახალი არჩევნების დანიშნას ასახელებს. ქართული ოცნება მაკრონის გზავნილებს ცრუ ნარატივებზე დაფუძნებულ დასაკვნად მიიჩნევს. უმრავლესობის ლიდერები კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევების მცდელობაზე საუბრობენ. ოპოზიცია კი საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილებს ლეგიტიმურს უწოდებს და დასალეთის ლიდერების თანმიმდევრულ და მყარ პოლიტიკას მიესალმება