აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. მედიასთან საუბარში კითხვას, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა. ტრამპის განცხადებას, პანამის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. განცხადებები გაკეთდა გრელანდიის საკითხთან დაკავშირებითაც.