სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში ახალი ესკალაციის გამართლება შექმნას. ფაშინიანის თქმით, ერევანი მიჰყვება მშვიდობიან სტრატეგიას და სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას თანმიმდევრულად გააგრძელებს. ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს უფლება, თავდაცვისუნარიანი არმია ჰყავდეს.