აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობა და ახალი არჩევნების მოთხოვნა - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს ამ პუნქტებისგან შემდგარ კანონპროექტს წარადგენენ.ინფორმაციას ამერიკული FOX News-ი აქვეყნებს. “ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. - წერს ჰელსინკის კომისიის თავმდჯდომარე ჯო ვილსონი სოციალურ ქსელში. ამერიკელი კონგრესმენი პირობას დებს, რომ ის დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასანიშვნის მისაღწევად.