ამერიკელ ლიდერებთან ერთად, ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უარყონ. ერთიანი განცხადება ასევე მოიცავს მოწოდებას ერთიანის შემზღუდავი მექანიზმების გამოყენების შესახებაც. ხელმომწერი პირები აცხადებენ, რომ აუცილებელია დასავლური სანქიცები დაწესდეს “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც მათი აზრით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. ერთობლივ განცხადებას 43 პირი აწერს ხელს.