ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო დღეებში გახმოვანებული გზანილები ქართული ოპოზიციისთვის საგანგაშოა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მალე ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში, მიზეზი კი გაზრდილი საერთაშორისო იზოლაცია იქნება. ოპოზიციის შეფასებით, ამერიკის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტები ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების ერთგულების უტყუარი დასტურია.