"ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადება ისევ შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველი გუნდის პოლიტიკური გზავნილებს ოპოზიციური პარტიები არასერიოზულს უწოდებენ. მათი თქმით, ეს განცხადება რუსული პროპაგანდის ღია გამოხატულებაა. ისინი არ გამორიცხავენ მმართველი გუნდის წევრების მიმართ სანქციები კიდევ გამკაცრდეს. გუშინ ქართული ოცნების პოლიტსაბჭო სანქციების პოლიტიკას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. მმართველი პარტიის პოზიციით, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. განცხადების მიხედვით, ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, ,,გლობალური ომის” პარტიისა და ,,დიფ სთეითის” გავლენების შემცირებით ესახება.