საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ოკუპირებულ გალის რაიონში ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა. ხანძარს სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.