პროტესტი რომელიც დედაქალაქში ერთ თვეზე მეტია გრძელდება - აქციის მონაწილეები საყიველთაო გაფიცვას 15 იანვარს ხოლო მსვლელობების აქტიურ რეჟიმში გაანხლებას 11 იანვარს აანონსებენ. თეატრალური უნივერსიტეტის, ილიაუნის და აგრარული უნივერისტეტის სტუდენტები პროტესტის ახალ ფორმებზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების აქტიურობა გადამწყვეტია და სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.