აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს საკითხზე შესაბამისი კანონპროექსტების წარდგენის გარდა, ამერიკელი ლიდერები ქართულ ოცნების მისამართით მკაფიო და კრიტიკულ გზავნილებს აჟღერებენ. პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დრო საქართველოს საკითხზე სასაუბროდაც გამონახა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ბევრი კიოთხვა გააჩინა მას შემდეგ რაც გამოჩნდა მთავრობის რეპრესიული ქმედებები. ენტონი ბლინკენის შეფასებით საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის და ქართული ოცნება ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ მოქმედებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, საერთო მიზნისა და საკითხის გარშემო აშშ-ი და საფრანგეთი ერთიანია.