რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 63 ადამიანი - Palitra News

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 63 ადამიანი

2025-01-09 09:39:26+04:00

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 63 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური Telegram-ის პირად არხზე და მედიებთან საუბარში ავრცელებს. თავდაპირველად 1 გარდაცვლილისა და 3 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ფედოროვმა ქალაქში განმეორებითი აფეთქებების შესახებ განაცხადა. ფედოროვის თქმით, ადგილზე შვიდი სამედიცინო ბრიგადა მუშაობს, ისევე როგორც პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.